суббота, 17 октября 2009 г.

მათემატიკა და ისტორიული ძეგლები

1. პროექტის სახელი : მათემატიკა და ისტორიული ძეგლები
2. პროექტის მოკლე აღწერა: რომელიმე არქიტექტურული ძეგლის აგების და წარმოშობის გამოკვლევა.ამ ძეგლის ასაგებად გამოყენებული მათემატიკური ფიგურების კლასიფიკაცია.ფოტო და ვიდეო მასალების შექმნა- მოძიება.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეთა ჯგუფი ირჩევს რომელიმე ქართულ არქიტექტურულ ძეგლს , მოიძიებს ინფორმაციას მისი აგების და წარმოშობის შესახებ,გაეცნობიან მშენებლობის სტილს, გამოიკვლევენ გოეგრაფიულ მდებარეობას, ამოიცნობენ მოცემული ხედების მიხედვით სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს , აწარმოებენ ამ ფიგურათა გაზომვებს ,გამოითვლიან მის პერიმეტრს, ფართობს, მოცულობას,იპოვიან სიმაღლეს.გააკეთებენ მაკეტს.შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი XI-კლასი.
5.ვადები: 2010 წლის მარტი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მონაცემების კვლევა ძიების განვითარების, კომპიუტერული დამუშავების,თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ ჩვევები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რომელიც შეილება შეიქმნას:მოსწავლეები სწავლობენ არქიტექტურული ძეგლების ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, შეიქმნება მაკეტი, ფოტოალბომები, პლაკატები, სურათების გამოფენა,ბლოგები.
8.სარგებელი სხვებისათვის:სხვადასხვა ეპოქების გაცნობა, მშენებლობის სტილის გარჩევა, ისტორიული ძეგლების მნიშვნელობის გაგება,გეომეტრიული ფიგურების გაცნობა,გაუფრთხილდებიან ისტორიულ მონაპოვრებს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10..მონაწილეები სხვა სკოლიდან: თუ ექნებათ სურვილი შეუძლიათ მოგვაწოდონ მასალები ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
11.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი არის ინტეგრირებული და ამიტომ მასწავლე იღრმავებს ცოდნას სხვადასხვა სფეროში.
მათემატიკა- სივრცითი ფიგურების აღქმა, ზომების პოვნა , გამოთვლების წარმოება, მაკეტის აგება.
ისტორია- ეპოქის გაცნობა, არქიტექტურული ძეგლების აგება- შექმნის ისტორიის გაანალიზება.
გეოგრაფია -გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, კლიმატის განსაზღვრა.
ხელოვნება - მშენაბლობის სტილის გარკვევა,ფოტო და ვიდეოების გადაღება მოძიება.
ისტ- ინფორმაციის მოძიება, დამუშავება ,ბლოგების განთავსება.
ქართული ლიტერატურა-მსჯელობის უნარის განვითარება,წერა, ჩანახატი,საკუთარი აზრის სრულყოფილად გამოხატვა.
12.პროექტის ფასილიტატორი:ინეზა გიორგაძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:ingiorgadze@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ineza-matematika.blogspot.com